Робота для біженців з України
ადმინისტრაციულ ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციულ ასისტენტი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: "შარმ ტრეიდინგი", "სუფთა სახლი", "GDCC", "შაბა", "A Logistics Company", "VitrA" და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.aacc.ge

"AACC პარტნიორი" კომპანიისთვის ეძებს ადმინისტრაციულ ასისტენტს.

რას გთავაზობთ?

** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
** შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაო პირობებს/ნორმებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (GPI);
** სამუშაო განრიგი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (9:00 - 18:00 სთ);
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის #37, აქსის თაუერსის ბიზნეს კომპლექსი;
** ანაზღაურება: პოზიცია არის დამწყები დონის/Entry Level, დასაწყისში ანაზღაურება განისაზღვრება 1000-დან 1200 ლარის ფარგლებში (ხელზე ასაღები თანხა).

ფუნქცია-მოვალეობები:

ადმინისტრაციული ასისტენტი პასუხისმგებელი იქნება ოფისის ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობაზე, ოფისში მყუდრო, საქმიანი და ეფექტური გარემოს შექმნასა და ზრუნვაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** საქმიანი შეხვედრების განრიგების შედგენა;
** ხელმძღვანელების ინფორმირება ჩანიშნული შეხვედრების განრიგებისა თუ ცვლილებების თაობაზე;
** ოფისში ჩასატარებელი თითოეული შეხვედრის დაგეგმვა და ეფექტური ორგანიზება;
** საოფისე მასალების ინვენტარის აღრიცხვა-შეკვეთა;
** ხელმძღვანელის ასისტირება ბიზნეს მივლინებების ორგანიზების საკითხებში;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა, მათ შორის ელ-ფოსტა, სატელეფონო ზარები და ფოსტა;
** უმაღლესი მენეჯმენტის ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ოფისის მენეჯერის, ადმინისტრაციული ასისტენტის ან მსგავსი მიმართულებით ნებისმიერი პრაქტიკა/სტაჟირება თუ სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ნებისმიერი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა სავალდებულოა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და პასუხისმგებლობა;
** სწრაფი ადაპტირებისა და ინიცირების უნარები;
** ძლიერი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
** გუნდური მუშაობისა და მხარდაჭერის უნარები;
** ემპათიური და კოლეგიალური.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრაციული ასისტენტი"

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე