დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს - მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
** თვის დახურვის ოპერაციების/ნაშთების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების და მასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო ბაზაში;
** დებიტორ/კრედიტორების ვალდებულებების კონტროლი;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობის წარმოება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
** სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა;
** ფინანსური ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (მათ შორის Excel-ის კარგად ცოდნა);
** სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს ბუღალტრული აღრიცხვის სერტიფიცირებული კურსი;
უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
პირობები:
** სამუშაო საათები: 10:00-18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
** ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr.group17477@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|