Робота для біженців з України
კატეგორიის მენეჯერის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: OnePrice
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
მაღაზიათა ქსელი "OnePrice" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მაშტაბით. OnePrice მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს.

https://oneprice.ge/

"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის დამხმარეს პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** მომწოდებლების მოძიებასა და მოლაპარაკებების წარმოებაში მონაწილეობის მიღება (სასურველია საცალო გაყიდვების მიმართულებით, როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტი);
** კატეგორიის მუდმივი ანალიზისა და შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრაში ჩართულობა;
** ბაზრის შესწავლასა და ანალიზის მომზადებაში ჩართულობა;
** ფილიალების მიხედვით ასორტიმენტის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** აქციების ორგანიზებაში ჩართულობა;
** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე leli@oneprice.ge ან n.lezhava@oneprice.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე