Робота для біженців з України
საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტორი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტორის პოზიციაზე შიდა აუდიტის დეპარტამენტში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შიდა აუდიტის დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებების შემოწმების ყოველწლიური სამუშაო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** არსებული გეგმის შესაბამისად, ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აუდიტის ჩატარება;
** აუდიტის ჩატარებისას ინფორმაციულ აქტივებთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა, არსებული კონტროლის მექანიზმების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
** IT პროცესების და პრაქტიკების ეფექტურობის ანალიზი;
** შიდა ნორმატიული აქტების ანალიზი;
** საკანონმდებლო და სხვა რეგულაციურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
** აუდიტორული საქმიანობის შედეგების შეჯამების მიზნით ანგარიშგების მომზადება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის ჩარჩოების და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა (ITIL, COBIT, Agile.);
** ინფორმაციული უსაფრთხოების პრინციპების და სტანდარტების ISO, NIST, PCI DSS ცოდნა;
** კიბერუსაფრთხოების და ინფორმაციული სისტემების მართვის საკანონმდებლო რეგულაციების ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

სასურველი მოთხოვნა:

** საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სფეროში;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის მიმართულებით, მართვის ან ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სფეროში სერტიფიკატები: (ISACA CISA/CISM/CRISC, ISO27001 Internal Auditor, ITIL MP, (ISC)2 CISSP/ISSMP, IIA CIA/CRMA).

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** მოტივირებული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** სიახლეების მარტივად ათვისების უნარი;
** ინიციატივების გამოჩენა ახალი იდეებისა და სიახლეების დანერგვის კუთხით;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და პუნქტუალურობა;
** მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** იდეებისა და შეთავაზებების არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge 2024 წლის 4 ოქტომბერი.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე