Робота для біженців з України
ავტომობილის შეფასების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილის შეფასების სპეციალისტი
მომწოდებელი: სითი გარაჟი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
ავტოსერვისი შპს "სითი გარაჟი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის შეფასების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ. რჩეულიშვილის 25
განაკვეთი:სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** დაზიანებული ავტომობილის ექსპერტიზა/შეფასება.
** ავტომობილის დათვალიერება/აღწერა (პირადად ან ფოტომასალაზე დაყრდნობით)
** ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება (დეფექტური აქტი/ინვოისი)
** შეფასებაზე ავტომობილის მიღება და კლიენტთან კომუნიკაცია.
** ხელმძღვანელისთვის ანგარიშის მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა.
** მანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
** სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** პასუხისმგებლობიანი, დისციპლინირებული.

დაინტერესებულმა პირებმა CV/რეზუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე p.pachulia@citygarage.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე