Робота для біженців з України
ამკრეფი/ინკასატორი - ქვემო ქართლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ამკრეფი/ინკასატორი
მომწოდებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ამკრეფის (ინკასატორის) თანამდებობაზე ქვემო ქართლის რეგიონში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან თანხების ინკასაციის უზრუნველყოფა კომპანიის კუთვნილი სპეც. ა/მანქანით;
** სპეც. ა/მანქანით აჭარის რეგიონის საინკასაციო ხაზის გაინკასირება.
** სპეც. ა/მანქანის დისლოკაციის ადგილი ქ. რუსთავი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობისა ფლობა;
** სასურველია მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** კარგი ფიზიკური მომზადება;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.

სამუშო დრო: კვირაში 6 დღე, არაუმეტეს 40 საათისა, წინასწარ შეთანხმებული განრიგით
ხელფასი: გამოსაცდელი პერიოდისთვის - დარიცხული 1200 ლარი, 3 თვის შემდეგ - დარიცხული 1450 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2024 წლის 30 სექტემბრამდე (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე