Робота для біженців з України
ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: Digital TV
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
"DIGITAL TV" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე თბილისში.

"DIGITAL TV" არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება
** გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი
** მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილის ყოლა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო სფეროში

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

ბენეფიტები კომპანიისგან:

** ავტომობილის დაზღვევა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი
** საწვავით უზრუნველყოფა

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 10:00-19:00 (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით); შაბათი 10:00-15:00
** ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი (ჯამში 2000 ლარიდან)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2024 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge.

დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება: "ინსტალატორი თბილისში".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე