Робота для біженців з України
HVAC ინჟინერ-დამპროექტებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HVAC ინჟინერ-დამპროექტებელი
მომწოდებელი: პრაგმა
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
"პრაგმა" - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება. 

ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2018 წლიდან და გიწვევთ შემოუერთდე ჩვენს მზარდ გუნდს!   
  
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://pragma.ge/

ვაცხადებთ  ვაკანსიას  HVAC ინჟინერ-დამპროექტებელის  პოზიციაზე.  

პოზიცია ექვემდებარება:   დირექტორს  
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა:   1  
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: პროექტის დიზაინის შემუშავება გათბობა, გაგრილება, წყალგაყვანილობის და ვენტილაციის სისტემის შერჩევა და მასთან დაკავშირებული შეკვეთების დამუშავება პროგრამა 1C-ში.

ძირითადი მოვალეობები: 

** გათბობა, გაგრილება, წყალგაყვანილობის და ვენტილაციის სისტემასთან დაკავშირებული შემოსული პროექტების გაცნობა, გაანალიზება და კვალიფიციური შეფასება. 
** შემოსული პროექტების დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე ვიზიტის დაგეგმვა, კლიენტის საჭიროების დაზუსტება;
** მომხმარებლის მოთხოვნის ანალიზი, როგორც მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციით, ასევე ობიექტებზე ვიზიტის გზით.  
** გათბობის სისტემებისთვის თბო დანაკარგების და ჰიდრავლიკური გაანგარიშებების შესრულება
** პროგრამაში საქონლის შეკვეთის რეგისტრაცია/ხარჯთაღრიცხვა (პროექტისთვის საჭირო მასალის სისტემაში ასახვა);
** პროგრამა 1C ში მუშაობა (გათბობა, გაგრილება, წყალგაყვანილობის და ვენტილაციის სისტემასთან დაკავშირებული შეკვეთის რეგისტრაცია, ხარჯთაღრიცხვა და სხვა)
** დანადგარების შერჩევა, გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის სისტემისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

** ტექნიკური განათლება; 
** ხაზვისა და მოდელირების კომპიუტერული პროგრამების: AutoCAD MEP, Revit-ის ცოდნა
** პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება 
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. 

სამუშაო პირობები: 

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე 
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი 
** ანაზღაურების დიაპაზონი: ფიქსირებულს + 20% შექმნილი პროექტის საერთო ღირებულებიდან.

სოციალური პაკეტი: 

** ჯანმრთელობის დაზღვევა 
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა 
** ლანჩით უზრუნველყოფა 
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში) 
** კორპორაციული ნომერი 
** პარკინგი. 

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა პირველი 6 თვე გამოსაცდელი ვადა.
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,   კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:   vacancy@pragma.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;  

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია პრაგმას  მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.  
  
შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.  

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიის და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე