Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: Ecovis Georgia
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "Ecovis Georgia" იურიდიულ დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომი; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონე (ვერბალური, წერითი); უკეთესი დონე ჩაითვლება უპირატესობად;
** იურიდიული პრაქტიკა ან/და სტაჟირება საზღვარგარეთ ჩაითვლება უპირატესობად;
** ადვოკატის ლიცენზია; სასურველია აუდიტორულ ან/და საადვოკატო ბიუროში ან/და იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** გამართული წერითი (სამართლებრივი წერა) და ვერბალური კომუნიკაცია, ანალიტიკური უნარები; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის წარმოების გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დაკვეთების დროული დადასტურება/შესრულება;
** იურიდიული დოკუმენტაციის ანალიზი, შედგენა, კორექტირება, პრეზენტაცია;
** იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა, სკანირება, დაფასოება, ადრესატებზე განაწილება;
** წარმომადგენლობა სასამართლოში, უწყებებში, სხვადასხვა პირებთან და შესაბამისი სამართლებრივი მხარდაჭერა;
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** შესრულებული საქმის რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელის წინაშე;
** სამართლებრივი სიახლეების დროული ცოდნა/კლიენტების ინფორმირება;
** შეხვედრებში, თათბირებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა ან/და ჩატარება, ხელმძღვანელის მიერ მითითების შემთხვევაში;
** ხელმძღვანელის სხვა იურიდიული/საორგანიზაციო დავალებების/მითითებების შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია:

** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი); შესაძლებელია კლიენტებთან ვიზიტები, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალებით.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმაოთ თქვენი ცოდნა;
** პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: http://www.ecovis.ge

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge. მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში არაუმეტეს 1 წლის ვადით და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "Ecovis Georgia"-ს (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ecovis.ge

"Ecovis Georgia" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გმობს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 032 243 22 81, info@ecovis.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე