Робота для біженців з України
მხაზველ-ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მხაზველ-ინჟინერი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია ანაგი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას მხაზველ-ინჟინრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

მოვალეობები:

** პროექტის მიხედვით, დეტალური მუშა ნახაზებისა და გეგმების მომზადება პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით;
** საპროექტო დოკუმენტაციის განახლება და საშემსრულებლო ნახაზების მომზადება ფაქტობრივად შესრულებული საინჟინრო სამუშაოების მიხედვით;
** არსებულ პროექტში საინჟინრო სისტემებისათვის საკოორდინაციო გეგმების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მათი კორექტირება;
** კორექტირებული ნახაზების სისტემატური წარმოება და მათი მომზადება (გაფორმება) დამკვეთისთვის ჩასაბარებლად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია საინჟინრო მიმართულებით;
** MS Office-ის ცოდნა
** AutoCAD-ისა (ან სხვა CAD/BIM პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საინჟინრო სისტემების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის ერთგულება;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მხაზველ-ინჟინერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე