Робота для біженців з України
ბათუმის ბაზის მძღოლ-ტექნიკოსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბათუმის ბაზის მძღოლ-ტექნიკოსი
მომწოდებელი: პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
"პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ბაზის მძღოლ-ტექნიკოსის თანამდებობაზე.

ლოკაცია: ქ. ბათუმი

სავალდებულო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა C ან E
კატეგორია.

მოვალეობები:

** ავიასაწვავგამმართველი მანქანის მართვა საავტომობილო და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით და საჰაერო ხომალდებისათვის საავიაციო საწვავის დროული და უსაფრთხო მიწოდება.
** მანქანის და ტექნოლოგიური დანადგარების მდგომარეობის შემოწმება: მრიცხველები და მანომეტრები, გამშვები შლანგები, დამიწების მოწყობილობა, ცეცხლმაქრები. სგმ ბაკებში დიზელის მდგომარეობის შემოწმება. გამოვლენილი დაზიანებების აღდგენა და წესრიგში მოყვანა შესაძლებლობის ფარგლებში.
** საჭიროების შემთხვევაში ცვლის გადაბარება, მანქანების ტექ. მდგომარეობის გარკვევა, საწვავის კონტროლი მანქანებში, გამცემი მრიცხველების ამოწერა, მუშა რეზერვუარებისა და სამუშაო ნაშთების გარკვევა.
** საჭიროების შემთხვევაში ცვლის მიღება-ჩაბარების ჟურნალის წარმოება. ცვლის დაწყებისას მოახდინოს რევიზია საცავების, მრიცხველების, ურდულების, ნასოსების და მილგაყვანილობის.
** საწვავის გასაცემი მოედნის წესრიგში მოყვანა და მანქანის სისუფთავის დაცვა ყოველდღე ცვლის დროს.
** რეგლამენტით და სტანდარტით დადგენილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი ჩეკლისტების შევსება.
** უზრუნველყოს მანქანის გამზომი, ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების სწორი ექსპლუატაცია.
** დაიცვას შრომის დაცვის წესები, უსაფრთხოების ტექნიკა, საწარმოო სანიტარია და სახანძრო უსაფრთხოების წესები.
** მიიღოს მონაწილეობა ტექნიკურ სწავლებებში. მუდმივად აიმაღლოს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, დაეუფლოს შრომის ახალ მეთოდებს, აითვისოს ახალი მოწყობილობები და მათი ექსპლუატაცია, სრულყოს შრომის ტექნოლოგია.

ვაკანსიის ბოლო ვადა: 30.09.2024

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე