დასახელება:
ექსპედიტორის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ევერესტი 2010
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
იმპორტიორი "Everesti 2010" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების დისტრიბუციას.
კომპანია "Everesti 2010" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის დამხმარის პოზიციაზე ქ.თბილისში.
მოვალეობები:
** პროდუქტის გადატანის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა და პროდუქტის სავაჭრო სახის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების წინასწარ პროდუქციით დატვირთვა და ბორტზე სწორად განლაგება.
** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალებით პროდუქციის ქსელში გადატვირთვა / ჩამოტვირთვა და პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარება ზედნადების საფუძველზე.
** საჭიროების შემთხვევაში მინდობილი სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის დაფიქსირებისთანავე/შესაძლო გაუმართაობაზე ეჭვის გაჩენისთანავე ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** უკან მობრუნებული ან დაკორექტირებული საქონლის საწყობში დაბრუნება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა მითითებების შესრულება;
აუცილებელი მოთხოვნები:
B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის გამოცდილება;
ანაზღაურება: 800 ლარი
გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.vacancy@thc.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|