Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Gold Way Group
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის ცნობადობის ზრდაზე ზრუნვა;
** არსებული ვებგვერდებისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება;
** სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა (საკომუნიკაციო გეგმის გაწერა დროში და ბიუჯეტში);
** სარეკლამო ვიდეო რგოლების დამზადებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელება;
** პრეზენტაციების, ბეჭდური საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
** სარეკლამო სააგენტოებთან და სტამბებთან ურთიერთობა;

სავალდებულო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა.
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა;
** Fitpass;
** კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით;
** ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hello@goldway.com.ge სათაურის ველში, მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე