Робота для біженців з України
საერთაშორისო ლოჯისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** შესყიდვების დეპარტამენტის მოთხოვნის დამუშავება საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებით;
** კონტაქტი მომწოდებლებთან;
** კონტაქტი გადამზიდ კომპანიებთან;
** სრული დოკუმენტაციის მიწოდება საბაჟო გაფორმების ჯგუფისთვის;
** საქონლის გადაადგილების მუდმივი მონიტორინგი;
** შესაბამისი რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენების გამართული ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება იდენტურ პოზიციაზე მუშაობის;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო)
** კვება;
** Fitpass;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ.

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე