Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე როგორც სრულ ასევე ნახევარ განაკვეთზე. პოზიციაზე დასაქმდება რამდენიმე პირი.

პირობები:

სამუშაო პოზიციის დასახლება: საწყობის თანამშრომელი.
მისამართი: ქ. თბილისი. ფეიქრების 12
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
სრული განაკვეთზე 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
ნახევარი განაკვეთზე 09:00 სთ დან 13:00 მდე

ხელფასი:

სრულ განაკვეთზე 700 ლარს + 500 ლარი (დანამატი)
ნახევარ განაკვეთზე 350 ლარს + 250 ლარი (დანამატი)
დამსაქმებელი უზრუნველყოფს კვებას.
დასვენების დღეები: შაბათი - კვირა.

მოვალეობები:

** საწყობში მისაღები და გასაცემი ტვირთების სატრანსპორტო საშუალებაზე დროული და უსაფრთხო დატვირთვა / ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა.
** სასაწყობე მეურნეობებში ტვირთების გადაადგილებაში / გადაზიდვაში და დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება.
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება. მონაწილეობის მიღება წუნდებული პროდუქციის აღრიცხვაში.
** საწყობში შეკვეთების მომზადება, შეკვეთის ხარისხობრივად და თვისობრივად გადამოწმება, შესაბამისობისა და რაოდენობის კონტროლი.
** სასაწყობე ტვირთებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება და საწყობში არსებულ პროცესებში ჩართულობა. ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული სასაწყობე სამუშაოების შესრულება.
** საწყობში სამუშაო წესრიგის დაცვა / შენარჩუნება, საწყობის მოწესრიგება / დასუფთავება.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობა.
** პუნქტუალურობა.
** შრომისმოყვარე
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@Gplus.Ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის თანამშრომელი სრული განაკვეთი ან საწყობის თანამშრომელი ნახევარი განაკვეთი სათაურის ველში (Subject).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე