Робота для біженців з України
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ბენეფიკა
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
საკონსულტაციო კომპანია "ბენეფიკა" სამუშაოდ იწვევს მოტივირებულ, ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი 11:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი), 4+1 სამუშაო კვირა, 1 დღე შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** საბუღალტრო პროგრამაში ინვოისების და შესყიდვების შექმნა და კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების განხორციელება და კონტროლი;
** სახელფასო განაცემების (Payroll) კალკულაცია და გაცემები;
** საწარმოო დანახარჯების აღრიცხვა და მატერიალური მარაგების კონტროლი;
** ბრუნვითი უწყისის მუდმივი ანალიზი და საბუღალტრო გატარებების სიზუსტის უზრუნველყოფა;
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
** სხვადასხვა შინაარსის საბუღალტრო ოპერაციებისა და დავალებების განხორციელება;
** სხვადასხვა შინაარსის ფინანსური ანგარიშების მომზადება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ეკონომიკური/ფინანსური განათლება, კანდიდატი შესაძლებელია იყოს საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა, (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა);
** სასურველია ერთწლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

უპირატესობად ჩაითვლება:

** ACCA კვალიფიკაციის I დონე;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა (მინიმალური დონე B2);

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@benefica.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე