Робота для біженців з України
შიდა მონიტორინგის საქმის მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა მონიტორინგის საქმის მწარმოებელი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 350 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას შიდა მონიტორინგის საქმის მწარმოებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიებში, საწყობებსა და ოფისებში არსებული პრობლემების აკუმულირება და უკუკავშირი შესაბამის სამსახურებთან; მათი მოგვარების, აღმოფხვრის კონტროლი.
** ბუღალტერიიდან მოწოდებული ჩასარიცხი თანხების მოძიება/მოკვლევა, ჩარიცხვის კონტროლი და ბუღალტერიისთვის მიწოდება შესაბამისი ფორმით.
** მაღაზიებში მომხდარი სამართალდარღვევის (მათ შორის: ქურდობების, ყაჩაღობის, ძარცვის ან/და აღნიშნული დანაშაულთა მცდელობის დროს) მიყენებული ზიანის ინფორმაციის მოგროვება, დამუშავება და უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება.
** საქმიანობასთან დაკავშირებული აღმოჩენილი/წარმოჩენილი პრობლემების დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან.
** შიდა მონიტორინგის თანამშრომლების ხელფასების ანალიზი.
** დაცვის სამსახურის საბუთების აღრიცხვა და შენახვა.
** საბონუსე სისტემისთვის საჭირო მონაცემების შევსება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - საშუალო;
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების ცოდნა.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr1@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject- ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"მაგნიტი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე