Робота для біженців з України
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
კომპანია "extra.ge" აცხადებს ვაკანსიას - უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

"extra.ge" არის მაღაზიების ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 620-ზე მეტი პარტნიორის 200 000-ზე მეტ ნივთს.

"extra.ge"-ს ვებ გვერდზე შესაძლებელია მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით.

"extra.ge"-ს მაღაზიების ციფრული პლატფორმა უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი.
** მერჩანტებთან კომუნიკაცია, თანხების შედარება.
** ხელფასების დარიცხვა/გადარიცხვა

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია ბალანსთან მუშაობის გამოცდილება);
** Microsoft პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაო გრაფიკი:

** 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
** 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე

თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაგვიზიარე CV შემდეგ ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე