Робота для біженців з України
ცენტრალური საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცენტრალური საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "კონტაქტ ჰოუმის" ცენტრალურ საწყობში ვეძებთ საწყობის თანამშრომელს

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ანდონიკაშვილის ქ. №27

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: საშუალოდ 1100-1400 ₾;
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას

საწყობის თანამშრომლის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან;
** პროდუქციის საწყობში გადატანა და განლაგება;
** საწყობში პროდუქციის გადაადგილება;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდული პროდუქციის დატვირთვა მანქანებში

ჩვენს გუნდში ვეძებთ საწყობის თანამშრომელს, რომელსაც აქვს:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 5 ოქტომბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი").

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე