Робота для біженців з України
ელექტრიკოსი - კარალეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: აგრო-უნივერსალი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
შპს "აგრო უნივერსალ საქართველო" - უნგრული "Agrofeed KFT"-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია 2017 წლის 15 აგვისტოს დაფუძნდა, უშუალოდ გუნდის საქმიანობა 2012 წელს დაიწყო, დღეს კი შიდა ქართლის მასშტაბით, ცხოველთა საკვებისა და ვეტერინარული პრეპარატების, 7 მაღაზია ფუნქციონირებს.

2023 წლის გაზაფხულზე კომპანიამ გაიმარჯვა ა (ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო კონკურსში - შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამაში. უკვე დასასრულს უახლოვდება ცხოველთა ევროპული დონის საკვებ-წარმოების ქარხნის მშენებლობა.

სწორედ ამ ქარხანაში სამუშაოდ კომპანია ეძებს მიზანდასახულ და მოტივირებულ თანამშრომელს - ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: გორი, კარალეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრო დანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო, სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** ელექტრო დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** გაუმართაობის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
** დაშვების (წვდომის) III კლასი (IV კლასი ჩაითვლება უპირატესობად).

ვეძებთ კანდიდატს რომელსაც:

** აქვს უმაღლესი განათლება ელექტრო-ინჟინერიის მიმართულებით;
** აქვს მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** შეუძლია გუნდური მუშაობა.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@agro-universal.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ელექტრიკოსი) რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე