Робота для біженців з України
ბოილერის ოპერატორი - კარალეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბოილერის ოპერატორი
მომწოდებელი: აგრო-უნივერსალი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
შპს "აგრო უნივერსალ საქართველო" - უნგრული "Agrofeed KFT"-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია 2017 წლის 15 აგვისტოს დაფუძნდა, უშუალოდ გუნდის საქმიანობა 2012 წელს დაიწყო, დღეს კი შიდა ქართლის მასშტაბით, ცხოველთა საკვებისა და ვეტერინარული პრეპარატების, 7 მაღაზია ფუნქციონირებს.

2023 წლის გაზაფხულზე კომპანიამ გაიმარჯვა ა (ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო კონკურსში - შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამაში. უკვე დასასრულს უახლოვდება ცხოველთა ევროპული დონის საკვებ-წარმოების ქარხნის მშენებლობა.

სწორედ ამ ქარხანაში სამუშაოდ კომპანია ეძებს მიზანდასახულ და მოტივირებულ თანამშრომელს - ბოილერის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: გორი, კარალეთი

ძირითადი მოვალეობები:

** გრანულირებისთვის მოთხოვნილი ორთქლის მოცულობის შეუფერხებელი მიწოდება;
** სხვადასხვა მაჩვენებლების მონიტორინგი და ქვაბის მუშაობის პარამეტრების კონტროლი;
** აღჭურვილობის მდგომარეობისა და მუშაობის მონიტორინგი, მონაწილეობა სარემონტო სამუშაოებში;
** ქვაბის ექსპლუატაციის ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

ვეძებთ კანდიდატს რომელსაც:

** შეუძლია გუნდური მუშაობა;
** ამ ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@agro-universal.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ბოილერის ოპერატორი) რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე