Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - კარალეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: აგრო-უნივერსალი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
შპს "აგრო უნივერსალ საქართველო" - უნგრული "Agrofeed KFT"-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია 2017 წლის 15 აგვისტოს დაფუძნდა, უშუალოდ გუნდის საქმიანობა 2012 წელს დაიწყო, დღეს კი შიდა ქართლის მასშტაბით, ცხოველთა საკვებისა და ვეტერინარული პრეპარატების, 7 მაღაზია ფუნქციონირებს.

2023 წლის გაზაფხულზე კომპანიამ გაიმარჯვა ა (ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო კონკურსში - შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამაში. უკვე დასასრულს უახლოვდება ცხოველთა ევროპული დონის საკვებ-წარმოების ქარხნის მშენებლობა.

სწორედ ამ ქარხანაში სამუშაოდ კომპანია ეძებს მიზანდასახულ და მოტივირებულ თანამშრომელს - საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: გორი, კარალეთი

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებული და იმპორტირებული პროდუქციის საწყობში მიღება და დადგენილი სტანდარტის შესაბამისად განთავსება;
** საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა;
** სასაქონლო ზედნადების შესაბამისად საწყობიდან პროდუქციის გაცემა;
** სასაწყობე პროგრამაში მუშაობა;
** საწყობში არსებული მარაგების და ნაშთების კონტროლი;
** საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა.

ვეძებთ კანდიდატს რომელსაც:

** აქვს უმაღლესი განათლება;
** აქვს სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** შეუძლია გუნდური მუშაობა.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@agro-universal.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (საწყობის მენეჯერი) რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე