Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი - დროებითი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი - დროებითი
მომწოდებელი: ტექნოკრედიტი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
კომპანია "ტექნოკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: რუსთავი
ხელშეკრულების ტიპი: დროებითი, 6-თვიანი ხელშეკრულება (დეკრეტის შემცვლელი)
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 35-40 საათი
ანაზღაურება: 900 ლარი + საბონუსე სისტემა (400-500)

ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია "ტექნოკრედიტი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით, არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.

კომპანიის ვებ-გვერდი - https://technocredit.ge

კომპანიის ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომფორტული სამუშაო გარემო
** განვითარების საშუალება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მსესხებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** მსესხებლის ინფორმირება სესხთან დაკავშირებული პირობების შესახებ
** დასალობმარდებელი ნივთის შემოწმება, დაზიანებისა და გაუმართაობის აღმოჩენა
** დასალომბარდებელი ნივთის შეფასებისთვის კომუნიკაცია შემფასებელთან
** ხელშეკრულების გაფორმება და ყველა საჭირო დოკუმენტაციის არსებობის უზრუნველყოფა
** დალომბარდებული ნივთების შენახვა სათანადო პირობებში, შეფუთვა, დანომვრა და დროებითი შენახვის ადგილზე განთავსება
** ნაღდი ფულის მართვა, დათვლა, აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:

** აკადემიური განათლება
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი განახლებული CV ელ.ფოსტაზე vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2024 წლის 20 სექტემბრისა. გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე