Робота для біженців з України
მედიცინის პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედიცინის პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
"საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მედიცინის პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი (1 ვაკანსია)

ჩვენს პერსონალს ვთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** ადმინისტრაციული/სასწავლო/სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
** სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამეცნიერო აქტივობებში
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

ძირითადი მოვალეობები:

** დეპარტამენტის პროგრამების მომზადება აკრედიტაციის/ავტორიზაციისთვის
** აკადემიური პერსონალის სწავლების ინოვაციურ მეთოდებში გადამზადების პროცესში ჩართულობა
** დეპარტამენტის პროგრამების სწავლების ხარისხის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება
** სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და კვლევის ინსტრუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა
** პროგრამების იმპლემენტაციის მიმართულებით კვლევების ჩატარება და ანალიზი
** საუნივერსიტეტო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაგისტრის და მასთან გათანაბრებული ხარისხი. კვალიფიკაცია მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან რომელიმე საბუნებისმეტყველო მიმართულებით
** განათლების ხარისხის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** პროგრამების დარგობრივი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** გუნდურობა და მულტიკულტურალიზმი
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** კვლევითი უნარები

სამუშაო პირობები: ორშაბათი-პარასკევი, 8 საათი დღეში

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "მედიცინის პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი".

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე