Робота для біженців з України
მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: MEGAHAND
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"MEGAHAND" ევროპული მეორეული ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელია.

"MEGAHAND" გთავაზობთ მამაკაცის, ქალის და ბავშვის მოდური ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანს. ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ გავხსენით 250-ზე მეტი მაღაზია დსთ-ს ქვეყნებში!

ახლა კი, მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გლდანი, ცაბაძის 8ბ
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: 1000 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა
** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური/ რუსული ენების ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ შემოსავალს
** გამჭვირვალე საბონუსე სისტემას
** პროფესიულ განვითარებას
** მოსახერხებელ გრაფიკს
** სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს
** შიდა ფასდაკლებას მაღაზიებში

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტაზე: tbl2@m-hand.ru და მიუთითოთ პოზიცია: "მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე