Робота для біженців з України
უფროსი შიდა აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი შიდა აუდიტორის პოზიციაზე, შიდა აუდიტის სამსახურში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის N1
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

პოზიციის ზოგადი აღწერა:

პოზიცია გულისხმობს კომპანიაში არსებული შიდა პროცესების, პროცედურების და ბიზნეს გარემოს შესწავლას და შეფასებას მათი გაუმჯობესების მიზნით. ასევე, თავისი საქმიანობით, ორგანიზაციული მიზნების მიღწევაში კომპანიის/მენეჯმენტის მხარდაჭერას. აღნიშნული პოზიცია მოიაზრებს სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებთან ინტენსიურ და აქტიურ კომუნიკაციას, მათ მხარეს არსებულ ბიზნეს პროცესებში როგორც კონტროლის გარემოს გაუმჯობესების, ასევე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით.

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიაში არსებული და მიმდინარე ბიზნეს გარემოსა და პროცესების შესწავლა და მათი აღწერა;
** კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება;
** კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემებისა და მექანიზმების ეფექტურობის შესწავლა, შეფასება, ანალიზი და ტესტირება;
** ბიზნეს პროცესებში არსებული ხარვეზების, დარღვევების და შეუსაბამობების იდენტიფიცირება და შეფასება;
** თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან;
** იდენტიფიცირებულ რისკებზე დაფუძნებული შიდა აუდიტის გეგმის შემუშავება;
** ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** შიდა აუდიტის ანგარიშების და რეპორტების მომზადება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების პერიოდული მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან/და აუდიტის მიმართულებით;
** შიდა აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სადაზღვევო სფეროში ან/და აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტებს მიენიჭებათ უპირატესობა);
** შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (გამართულად წერის და საუბრის უნარი).

ძირითადი უნარები:

** მათემატიკური უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ობიექტურობა;
** კონფიდენციალური და სენსიტიური ინფორმაციის მართვა/შენახვა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აქტიური მოსმენის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** დროის ეფექტური მართვა და დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: Career@ardi.ge გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "უფროსი შიდა აუდიტორი"

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე