Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ალდა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"ალდა ჯგუფი", რომელიც აერთიანებს რამდენიმე სარესტორნო ქსელს, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ქ.თბილისი, დიღომი
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00
** დასვენების დღე: კვირაში 1 დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებლების მოძიება, პროდუქტის შეთავაზება, გაყიდვა, თანამშრომლობის განვითარება
** გაყიდული პროდუქციის მონიტორინგი, სრული ციკლის მართვა
** გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება/მათი აღმოფხვრა კომპანიის მენეჯმენტთან კონსულტაციით
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია სამუშაო პროცესის სრულყოფის მიზნით
** ბაზარზე არსებული კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მინიმუმ 1 წელი)
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობაში
** კორპორატიული გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა
** დროის მართვის კარგი უნარი
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა და მართვის მოწმობის ქონა
** სასურველია ჰორეკა სექტორში კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@aldabrothers.ge

სათაურის ველში მიუთითეთ "მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე