Робота для біженців з України
წარმოების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

ნიკორა ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ერთ-ერთი შვილობილის კომპანიის სურსათის წარმოების მიმართულებით წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა და წარმოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიურად სამუშაო დღის გეგმების შემუშავება და საწარმოო დღიური გეგმის სრულფასოვნად შესრულების მართვა;
** ნედლეულისა და შესაფუთი მასალების შესყიდვის პროცესში ჩართულობა ხარისხის კონტროლის მიზნით;
** სასაწყობე ნაშთების კონტროლი და წარმოების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვებისა და მობრუნებების მაჩვენებლების ანალიზი პროდუქციის სახეობების შესაბამისად და საწარმოო გეგმების შემუშავების პროცესში გათვალისწინება;
** წარმოების მასშტაბით, ყველა დანადგარის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობის კონტროლი;
** წარმოებული პროდუქტის დამზადების პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა და შესაბამისად, საწარმოო პროცესების შეფასება (დრო, ადამიანური რესურსი და ა.შ);
** წარმოებაში ხარვეზების შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დროული ინფორმირება და ხარვეზების დროულად გამოსწორების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა - სამუშაოს ეფექტური გადანაწილება, შვებულებებისა და დასწრების კონტროლი;
** წარმოებაში ტექნოლოგიური, ტექნიკური და სანიტარულ-ჰიგიენური ინსტრუქციების განახლებაში მონაწილეობის მიღება და თანამშრომლებისთვის გაცნობა;
** საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ან/და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებისთვის საჭირო ინიცირებების წარდგენა მენეჯმენტთან, სიახლეების მოდიფიცირებაში ჩართულობა, ცვლილებების დანერგვა და დაქვემდებარებულების დროული ინფორმირება;
** შესაბამისი რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 3 წლიანი მენეჯერულ პოზიციაზე, 1 წლიანი საწარმოო/საოპერაციო პროცესების მართვის კუთხით;
** MS OFFICE (word-კარგად, excel-კარგად);
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე