Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: GMC Motors
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
შპს "ჯიემსი მოტორსი GMC Motors" 10 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და ყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, აგრეგატებს, ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების სპეციალისტი

მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების გაცნობა, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და გადამისამართება შესაბამის პირთან;
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება კატალოგის მიხედვით;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სიახლეებისა/ შეთავაზებების აქტიურად გაცნობა და მათგან უკუკავშირის მიღება.
** პროდუქციის სასაწყობე ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება
** ახალი მომხმარებლების მოძიება და მომხმარებელთა რეესტრის წარმოება.
** შესყიდვების ჯგუფისთვის რეპორტების მომზადება.
** გასაყიდი პროდუქციის მოწესრიგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სავალდებულოა ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

საჭირო უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00
** ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: hr@eg.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@eg.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე