Робота для біженців з України
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: ლუმბა
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
შპს "ლუმბა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

თანამედროვე დანადგარების საშუალებით, კომპანია "ლუმბა" ქმნის ჯანსაღ, ნუტრიციულად მდიდარ, ყოველგვარი დანამატებისგან თავისუფალ წასახემსებლებს.

სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი, 65, თბილისი
სამუშაო საათები: 09:00-17:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტების შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით მომზადება;
** დანადგარების გამოყენების სრულყოფილი ცოდნა;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** პროდუქტის შეფუთვაში მონაწილეობის მიღება;
** მთავარი მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს;
** აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
** ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა (HACCP);
** მუდმივი დისციპლინა და განვითარება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, გუნდურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ, საინტერესო და დინამიურ სამსახურს
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hey@loombafoodlab.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მზარეული.

საკონტაქტო ტელეფონი: 595 673 073

დედლაინი: 30 სექტემბერი

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე