Робота для біженців з України
აღმასრულებელი ასისტენტი/ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმასრულებელი ასისტენტი/ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: სპექტრუმი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
კომპანია SPECTRUM/სპექტრუმი წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. ვაცხადებთ ვაკანსიას აღმასრულებელი ასისტენტის/ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის გამართულად მუშაობის ხელშეწყობა;
** შეხვედრების და გეგმიური თათბირების ორგანიზება/ვიზიტორების დახვედრა;
** კომპანიის დოკუმენტაციის წარმოება, დამუშავება, დაარქივება;
** ადმინისტრაციული დავალებების შესრულება და თანამშრომლების მუშაობის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
** საქმიანი წერილების შედგენა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** პრეზენტაციების მომზადება;
** ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს შექმნა და კონტროლი;
** ოფისთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარება;
** თათბირებზე და შეხვედრებზე დასწრება, ინფორმაციის/დავალებების კონსოლიდირება და შესრულების დედლაინების კონტროლი;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების, გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვა, ორგანიზების კარგი უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური, შრომისმოყვარე, ენერგიული;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** გუნდური და სოციალურად გახსნილი;

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნინო რამიშვილის 37ა
სამუშაო განრიგი: სრული, 10:00 -19:00
დასვენება: შაბათი-კვირა
ხელფასი: კვალიფიკაციის შესაბამისად
სხვა ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "აღმასრულებებლი ასისტენტი/ოპერაციების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.

"სპექტრუმის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.

გისურვებთ წარმატებას! ვებ-გვერდი: https://spectrum.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე