Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - თბილისი მოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Wishlist
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში "Wishlist.ge" - "ვიშლისთი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი მოლი

ფუნქცია/მოვალეობები:

** დილით სალაროს დათვლა;
** სალაროზე ნივთის პროგრამულად გატარება, თანხის აღება, ქვითრის ამოღება;
** ნივთის გადაცვლის შემთხვევაში პროგრამასთან მუშაობა;
** დაბრუნებულ და გაუქმებულ ქვითრებზე აქტის შედგენა;
** საღამოს სალაროს დახურვა;
** ნავაჭრი თანხის შეტანა ბანკში;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება 1C პროგრამის ცოდნას.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი - გეგმის შესრულების შესაბამისად;
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთით;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე მონაცვლეობით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის;
** მზარდი ანაზღაურება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: cv@wishlist.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე