Робота для біженців з України
საწარმოს ოსტატი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს ოსტატი
მომწოდებელი: Fibrobet
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
შპს "Fibrobet"აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ოსტატის პოზიციაზე.

თუ ხართ კრეატიული და მოგწონთ თქვენი მუშაობის შედეგების ნახვა, მაშინ ჩვენ გთავაზობთ სამუშაოს სტაბილურ მწარმოებელ კომპანიაში პირდაპირ დამსაქმებლისგან.
კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით გვესაჭიროება საწარმოში სხვადასხვა კატეგორიის ოსტატი.

სამუშაო პირობები შეირჩევა ინდივიდუალურად თითოეული კანდიდატისათვის
სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო.

ჩვენ ვართ მაღალტექნოლოგიური საწარმო, ვაწარმოებთ მინაბოჭკოვან ბეტონისაგან ფიბრობეტონის ფასადის/ინტერიერის/ექსტერიერის ფილებს, კიბეებს, ავეჯს, საყვავილეებს, ნიჟარებს, საინჟინრო საკომუნიკაციო ნაკეთობებს და აშ.)
თუ გსურთ გქონდეთ მუდმივი სამუშაო, სადაც მიიღებთ სტაბილურ ხელფასს, სადაც შეძლებთ გაიზარდოთ და განვითარდეთ, შეიძინოთ ახალი უნარ-ჩვევები, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ფიბრობეტში".

ჩვენი პირობები:

** ხელფასი (1400 - 3000) ლარი კვალიფიკაციის მიხედვით;
** ტრენინგი და კარიერული ზრდა, ყოველთვიური ატესტაცია და შეძენილი კვალიფიკაციის მიხედვით ხელფასის ზრდა;
** ხელფასის დროული გადახდა და პრემიალური ბონუსები.
** კვება.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: fibrobethr@gmail.com. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ორშაბათი-შაბათი 12:00-18:00 საათამდე შემდეგ ნომერზე 551 171 195.

Website: https://fibrobet.ge
Facebook: https://www.facebook.com/fibrobet
საწარმოს მისამართი : ზურაბ იარაჯულის I ჩიხი, N 24/26 (მოსკოვის გამზირის ბოლოში).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე