Робота для біженців з України
კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: www.imart.ge
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
ინტერნეტ მაღაზია "iMart.ge"-ს გუნდში ვეძებთ კონტენტ მენეჯერს.

კომპანიის შესახებ

"აიმარტი" ყველაზე დიდი ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა საქართველოს ბაზარზე. 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს გრანდიოზულ გეგმებად ვაქცევთ. ჩვენთან მომხმარებელს თითქმის ყველაფრის შეძენა შეუძლია. მიგვაჩნია, რომ ონლაინ მაღაზია უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი და უსაფრთხო ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე "ყიდვა" ღილაკზე აწკაპუნებს მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ.

რა იქნება შენი მოვალეობები:

** საიტზე პროდუქტის მახასიათებლების, სურათების, დასახელებების, ანოტაციების დამუშავება და ატვირთვა;
** პარტნიორი კომპანიებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებული კონტენტის შემოწმება, კონტროლი, განახლება;
** საიტზე ინფორმაციის (პროდუქტების, აღწერების, ფილტრების) სწორი განლაგება;
** მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორება, აღმოფხვრა, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება.
** პრაის ლისტის დამუშავება და ანალიზი;
** საჭიროების შემთხვევაში კორპორატიულ მომწოდებლებთან შეხვედრა და სამომავლო ურთიერთობისთვის სტრატეგიის შემუშავება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** წერის, თარგმნისა და კონტენტის შექმნის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** შემოქმედებითობის მაღალი დონე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** Microsoft Office (Excel, Word, PPT) საშუალო დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე, შაბათი და კვირა დასვენება (კვირის 5 სამუშაო დღიდან 2 დღე დისტანციურია)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გეგმის შესრულებიდან, საშუალო ჯამური ანაზღაურება 980-დან 1150 ლარამდე ხელზე ასაღები
სრულ ასორტიმენტზე თანამშრომლის სპეციალური ფასი
კომპანიაში, თქვენი სურვილიდან გამომდინარე, გექნებათ განვითარებისა და მაღალ პოზიციებზე გადასვლის შესაძლებლობა
კომპანია დაგიფინანსებთ ფასიან ტრენინგებსა და კურსებს საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან აკადემიებსა და უნივერსიტეტებში

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გადმოგვიგზავნეთ ელ-ფოტაზე career@imart.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კონტენტ მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე