Робота для біженців з України
კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: www.imart.ge
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
ინტერნეტ მაღაზია "iMart.ge"-ს გუნდში ვეძებთ კურიერს.

კომპანიის შესახებ:

"აიმარტი" ყველაზე დიდი ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა საქართველოს ბაზარზე. 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს გრანდიოზულ გეგმებად ვაქცევთ. ჩვენთან მომხმარებელს თითქმის ყველაფრის შეძენა შეუძლია. მიგვაჩნია, რომ ონლაინ მაღაზია უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი და უსაფრთხო ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე "ყიდვა" ღილაკზე აწკაპუნებს მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ.

ძირითადი მოვალეობები:

** "აიმარტის" მომხმარებლებისთვის საკურიერო მომსახურების გაწევა;
** ჩაბარებული შეკვეთების პროგრამული აღრიცხვის წარმოება კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად;
** ავტომობილის გამართული მდგომარეობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** თბილისის ქუჩებისა და უბნების კარგად ცოდნა.

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის B კატეგორია (მექანიკის);
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ასაკი და სქესი შეზღუდული არ არის;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ადაპტაციისა და ნავიგაციის უნარი;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ინიციატიურობა და მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

სამუშაო განაკვეთი: სრული
სრულ ასორტიმენტზე თანამშრომლის სპეციალური ფასი
კომპანიაში, განვითარების შესაძლებლობა
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ჩაბარებული ამანათების რაოდენობიდან (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1400-დან 2000-ლარამდე)

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ, შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე career@imart.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კურიერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ/არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე