Робота для біженців з України
მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: www.imart.ge
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
ინტერნეტ მაღაზია "iMart.ge"-ს გუნდში ვეძებთ მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერს - ჩატის ოპერატორს დღის ცვლაში.

კომპანიის შესახებ:

"აიმარტი" ყველაზე დიდი ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა საქართველოს ბაზარზე. 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს გრანდიოზულ გეგმებად ვაქცევთ. ჩვენთან მომხმარებელს თითქმის ყველაფრის შეძენა შეუძლია. მიგვაჩნია, რომ ონლაინ მაღაზია უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი და უსაფრთხო ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე "ყიდვა" ღილაკზე აწკაპუნებს მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ.

ძირითადი მოვალეობები:

** ვებგვერდზე ჩაშენებულ ჩატსა და ქოლცენტრში შემომავალი ლიდების დამუშავება;
** მომხმარებლებთან დაკავშირება, შეკვეთაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება;
** მომხმარებლის მიერ შესყიდულ პროდუქციაზე კონსულტაცია;
** მომხმარებლების კონსულტაცია ონლაინ განვადების განაცხადის შევსებისას;
** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკურიერო გრაფიკისა და ამანათის სტატუსის შესახებ;
** გაყიდვებისა და არსებული პორტფელის გაზრდა.

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** სქესი: ნებისმიერი;
** მომსახურების, ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; (MS Word, MS Excel);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ინიციატიურობა და მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

სამუშაო განაკვეთი: სრული
კვირაში 1 სრული დასვენების დღე
კვირაში 1 სამუშაო დღე 4 საათიანი გრაფიკით
სრულ ასორტიმენტზე თანამშრომლის სპეციალური ფასი
კომპანიაში, განვითარების შესაძლებლობა
კომპანია დაგიფინანსებთ ფასიან ტრენინგებსა და მასტერ კლასებს საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან აკადემიებსა და უნივერსიტეტებში
ანაზღაურება (ხელზე ასაღები): ფიქსირებულს + ბონუსი გაყიდვებიდან (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1200-დან 1800-ლარამდე)

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ, შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე career@imart.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი - ჩატის ოპერატორი დღის ცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე