Робота для біженців з України
რადიოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რადიოლოგი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს პოლიკლინიკა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 10 საათი, შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, კვლევა, დაავადებების დიაგნოსტირება, სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების/გაიდლაინების გათვალისწინებით.
** პაციენტის დიაგნოსტირება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.
** პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრუქტურების დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების, გაიდლლაინების, პროტოკოლების, სხვა სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტების გაცნობა და გამოყენება სამუშაო პრაქტიკაში.
** ინფექციის კონტროლის სტანდარტების გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება
** აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი რადიოლოგიაში
** ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხების სერტიფიკატი
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია
** უწყვეტი პროფესიული განვითარება

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
1. 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
2. 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
3. ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/radiologi/700

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე