Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტის ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტის ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off-ს;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

სამშენებლო კომპანია "ადლიში" ვეძებთ გუნდის წევრს სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა (მოცულობის, რაოდენობის, საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა და ა.შ.);
** შესრულებული/შესრულებელი სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების დაგეგმილ ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციების წარმოებისა და ხელმძღვანელობასთან წარდგენის უზრუნველყოფა;
** საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დავალებების მაღალხარისხიანად შესრულება და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად სტაჟირებისათვის შერჩეული პირებისთვის პრაქტიკული საქმიანობის შესწავლა/დატრენინგებაში ჩართულობა;
** პრობლემების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული და ზუსტი ინფორმირება;
** ხელმძღვანელი პირების მიერ დავალებებისა და მითითებების შესრულება;
** ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგების წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო/საინჟინრო მიმართულება);
** სამშენებლო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამების ცოდნა (Microsoft Suite, Archicad, Autocad და სხვ.);
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2024 წ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.adli.ge.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია "ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე