Робота для біженців з України
სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off-ს;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.

სამშენებლო კომპანია "ადლიში" ვეძებთ გუნდის წევრს სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა აქტების წარმოება;
** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიებების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა/შესრულება;
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა;
** მშენებლო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის, სპეცტექნიკის მოძიება-შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** მშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი;
** მშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი;
** მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების შედგენა და ხელმძღვანელ პირთან წარდგენა;
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
** ტექნიკური თვალსაზრისით პროექტების რისკების მართვა;
** მშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
** ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;
** მშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით (სავალდებულოა);
** სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილებას);
** პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Suite, Archicad, Autocad);
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული);
** სამშენებლო ობიექტის მართვის ცოდნა და უნარი;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2024 წ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.adli.ge.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია "ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე