Робота для біженців з України
კანცელარიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კანცელარიის მენეჯერი
მომწოდებელი: გერმანული ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს "გერმანული ჰოსპიტალი" - დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს "გერმანული ჰოსპიტალი" გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.

ს.ს. "გერმანული ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 45 ა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:00
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით. 800-დან 1000 ლარამდე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

კომპანიაში მიმდინარე წერილების (შემოსული, შიდა და გასული წერილების მართვა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წელი.
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ფლობა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებულობის და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@hgh.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " კანცელარიის მენეჯერი"
სს " გერმანული ჰოსპიტალი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე