Робота для біженців з України
ელექტრიკოსი კოშკურა ამწის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი კოშკურა ამწის მიმართულებით
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** განუსაზღვრელ სურვილს, გამოუცდელობის შემთხვევაში გასწავლოთ და უმოკლეს ვადაში გახდეთ მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off-ს;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

სამშენებლო კომპანია "ადლიში" ვეძებთ: ენერგიულ, მოტივირებულ, შრომისმოყვარე გუნდის წევრს, ვისაც არ ეშინია სიმაღლის და შეუძლია ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობა კოშკურა ამწეების მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრო კარადის, საზიდრისა და ძირითადი ძრავის, საყრდენ-მამოძრავებელი მექანიზმის ძრავის, საფასადე ელექტრო კალათების, დისტანციური მართვის პულტის მონტაჟის, შეკეთებისა და გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
** ელექტრომოწყობილობისა და ელექტროგაყვანილობის მონტაჟი, შეკეთება და გამართულად მუშაობის კონტროლი;
** შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით ან/და პროფესიული სასწავლებლის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ელექტრიკოსის თანრიგის დამადასტურებელი საბუთი (სავალდებულოა);
** ელექტრული სქემების კითხვა.

პიროვნული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ვაკანსია ითვალისწინებს, საჭიროებისამებრ მეექვსე დღეს ზეგანაკვეთურად მუშაობას, რომელიც ანაზღაურდება დამატებით);
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ცვლადი (განისაზღვრება კანდიდატის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ელექტრიკოსი" (დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ საკონტაქტო ნომერზე: 598 25 55 93).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2024 წ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.adli.ge

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია "ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე