Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: გაგრა პლუსი
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოს ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მერჩენდაიზერი

მისამართი: ქ. თბილისი.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 სამუშაო საათი)

მოვალეობები:

** უზრუნველყოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის საუკეთესო პოზიციაზე წარდგენა (იქ სადაც სამუშაო გეგმით გათვალისწინებულია) და შეასრულოს მერჩენდაიზინგის სტანდარტები. გადაიღოს ფოტო-სურათები, რომელზეც ასახული უნდა იყოს სავაჭრო ობიექტში პროდუქციის წარდგენა.
** სავაჭრო ობიექტებში სარეკლამო მასალების სწორი განთავსება, კონტროლი; თაროების და სხვადასხვა მოწყობილობების განთავსება/დამონტაჟების უზრუნველყოფა;
** კონკურენტული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, ანგარიში (რეპორტინგი).
** მარშრუტების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციის და სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება
** სავაჭრო ობიექტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სუპერვაიზერთან/ხელმძღვანელობასთან; დისტრიბუციასთან აქტიური კონტაქტი სავაჭრო ობიექტებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
** სტორჩეკში ზედმიწევნით შეიტანოს და სრულად ასახოს ყოველი სამუშაო დღის მარშრუტზე არსებული სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის წარდგენა. სტორჩეკში ჩაწეროს/აღნიშნოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის არსებული ნაშთის თანხობრივი ოდენობა.
** სამუშაო დროის პერიოდში თან ჰქონდეს კომპანიის პორტფელში მყოფი პროდუქციის სრული პრაის-ლისტი.
** ყოველი დღის გეგმის მიხედვით შევიდეს ყველა სავაჭრო წერტილში და სამუშაო დროს დაკავდეს მხოლოდ მასზე დაკისრებულ მოვალეობების შესრულებით.
** შეასრულოს ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები და მითითებები.
** შეასრულოს მის სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობიანი.
** თვითორგანიზებული.
** პუნქტუალური.
** ენერგიული.
** შრომისმოყვარე
** გუნდურად მომუშავე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@Gplus.Ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში (Subject).

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე