Робота для біженців з України
აპექსის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აპექსის ოპერატორი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

ვებგვერდზე: https://gastronome.ge/
Facebook: https://www.facebook.com/gastronomegroupgeo
Instagram: https://www.instagram.com/gastronome_georgia/

GASTRONOME -ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს აპექსის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Apex-ის პროგრამაში პროდუქციის მიღება ადგილობრივი მომწოდებლებისგან;
შეკვეთების ჩაწერა, დამუშავება და კორექტირება;
** მყიდველებისგან და ფილიალებიდან საქონლის დაბრუნების პროგრამული უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მენეჯერების ინფორმირება შეკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ;
** ახალი კომპანიების დარეგისტრირება;
** პროგრამული ჩამოწერების წარმოება;
** მარკეტინგული და საოპერაციო ხარჯების გატარება;
** პროგრამული ნაშთების კონტროლი საწყობის მენეჯერთან ერთად;
** აპექსის და rs.ის შესაბამისობის კონტროლი;
** იმპორტის მიღების კონტროლი, შესყიდვების პროგრამული დაფიქსირება და სისწორის კონტროლი;
** საწყობისთვის საჭირო სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;
** საწყობის ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა (დოკუმენტაციის - ბრძანებების, ხელშეკრულებების, წერილების, მიღება-ჩაბარებების დამუშავება, კორექტირება და დაარქივება);
** საბითუმო რეალიზაციის პროგრამული ასახვა;
** სასაქონლო ზედნადების გაწერა, კორექტირება და გაუქმება;
** ქართული ანოტაციების დაბეჭდვა და საწყობისთვის გადაცემა;
** ბუღალტერიის მიერ მოთხოვნილი საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის ცოდნა მინიმალურ დონეზე;

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (6 თვის შემდეგ)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე (კვირა და 1 დღე შეთანხმებით)
სამუშაო საათები: 08:00-16:00
ლოკაცია: სამგორი, ნადარეიშვილის ქ. N9
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე