Робота для біженців з України
ელექტრო-მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო-მექანიკოსი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
შპს "ელვარე" (https://www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე.

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე.

კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელსაც აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

რას გააკეთებ?

** საწარმოში არსებული მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს შიდა ელექტრო გაყვანილობების შემოწმებას, მუდმივ მონიტორინგს და დიაგნოსტიკის მიხედვით, პრევენციული ღონისძიებების გატარებას;
** მანქანა-დანადგარების არაგეგმური მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, პრობლემის აღმოფხვრა;
** მანქანა-დანადგარების სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** ყველა, ზემოთ აღნიშნული პროცესის წარმართვა დანადგარებისა და ელექტრო მოწყობილობების საექსპლუატაციო წესებისა და პირობების დაცვით;
** შრომის უსაფრთხოების შიდა ინსტრუქციების დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (ელექტრო-მექანიკოსის კვალიფიკაციით);

სასურველია:

** ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური სქემების წაკითხვისა და გააზრების უნარი;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

გეძებთ შენ, თუ გაქვს:

** ლოგიკური და სისტემური მუშაობის უნარი;
** სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი.

რას გთავაზობთ?

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კვებას და ტრანსპორტირებას (ზედა სამგორის მეტროდან სამუშაო ადგილამდე და სამუშაო ადგილიდან მეტრომდე);
** კორპორაციულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);
** ანაზღაურება: 1500 ლარი, 3 თვის შემდეგ - 1700 ლარი;
** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე