Робота для біженців з України
წარმოების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების კოორდინატორი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
შპს "ელვარე" (https://www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას წარმოების კოორდინატორის პოზიციაზე.

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე.

კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების პროცესის ეფექტურად და გეგმის მიხედვით წარმართვას.

რას გააკეთებ?

** საწარმოო რესურსების (დანადგარების) ნედლეულით მომარაგება;
** საწარმოო გეგმის მიხედვით საწარმოო შეკვეთების განაწილება;
** წარმოებული/ნახევრად ფაბრიკატი პროდუქციის პროგრამულად გამოშვება, აღრიცხვა და დასაწყობება;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.

სასურველია:

** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
** ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება;

გეძებთ შენ, თუ გაქვს:

** ლოგიკური და სისტემური მუშაობის უნარი;
** სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
** ხართ პასუხისმგებლობიანი და პუნქტუალური.

რას გთავაზობთ?

** კვებას და ტრანსპორტირებას (ზედა სამგორის მეტროდან სამუშაო ადგილამდე და სამუშაო ადგილიდან მეტრომდე);
** კორპორაციულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);
** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი;
** ანაზღაურება: 1500 ლარი;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ქვემო ალექსეევკის დასახლება;

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: a.maisuradze@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე