Робота для біженців з України
მორიგე ზოგადი ქირურგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ზოგადი ქირურგი
მომწოდებელი: თოდუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ზოგადი ქირურგის პოზიციაზე სტაციონარულ განყოფილებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატი ზოგად ქირურგიაში;
** სულ მცირე ორ წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტზე დაკვირვება, მისი მდგომარეობის შეფასება და რისკების მართვა;
** კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად, საჭირო პროფილის ექიმების დროულად ინფორმირება;
** რეფერალის აუცილებლობის გამოვლენა და მისი განხორციელება;
** შედეგების ინტერპრეტაცია და სამედიცინო დასკვნის დაწერა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.

სავალდებულო ზოგადი და პროფესიული უნარები:

** საერთაშორისო გაიდლაინების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პაციენტებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეოთხე დღეს 16:00-09:00, არასამუშაო დღეს 24 საათიანი მორიგეობა;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.13.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (სასურველია რეკომენდაციაც) ელექტრონულ მისამართზე: career@toduaclinic.ge

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე