Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კაბა
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"კაბა" არის ქართული ბრენდი, ჩვენ 20 წელია ვოპერირებთ საქართველოს ბაზარზე. "კაბა" წარმოადგენს საწარმოს და მაღაზიათა ქსელს. ჩვენს ქსელში ასევე შეხვდებით ჩვენს პარტნიორ ბრენდებს: გეფერინი, ოპალი, ბიბილაური, კალეისი, რატიანი, ოდელა, ლირდე და სხვა.

"კაბა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი - პეკინის ფილიალი; თბილისი მოლი; ბათუმი - ბათუმი მოლი.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** მაღალი ანაზღაურება;
** -40% კორპორაციული ფასდაკლება;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** იდეების წახალისება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება - 900 ლარი მოჭრილი + ბონუსი< b>100-300 ლარამდე;
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება);
** დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო სივრცის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება;
** პროდუქციის გაყიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება.

კანდიდატთა შერჩევა:

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე - office@kabaofficial.ge. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - გაყიდვების კონსულტანტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე