Робота для біженців з України
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიონჯი
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
შ.პ.ს "ბიონჯი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
** შემოსული ზარების მიღება და მოთხოვნის დამუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიაში არსებული სტანდარტის მიხედვით, მაღალი ხარისხის სატელეფონო მომსახურების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** MS (word, excel, outlook) Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@beon.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://beon.store/

კომპანია "ბიონჯი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე