Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: კლასიკი
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
შპს "კლასიკი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით EXCEL.

** ძირითადი მოთხოვნები:

** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** "1C"-თან მუშაობის გამოცდილება 1 წელი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული და გაცემული პროდუქციის პროგრამული და სხვა სახის ჩანაწერების კონტროლი;
** დღის მანძილზე პროდუქციის მარაგის საწყობიდან გატანის პროგრამული აღრიცხვა;
** საწყობში შემოსული პროდუქციის აღწერა დასაწყობება (დანაკლისის და მეტობის აღწერა);
** შედარების აქტების გაფორმება;
** სასაქონლო ზედნადებების გაწერა;
** მიღება-ჩაბარებებისა და შედარების აქტების გაფორმება;
** ანგარიშფაქტურების გადაგზავნა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ანაზღაურება: 1000 ლარი;
სამუშო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ;
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
მისამართი: თენგიზ ჩანტლაძის 1, შესახვევი N12;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: iagadavid@yahoo.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე