Робота для біженців з України
ოფისის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ვისტამედი
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
"სამედიცინო სერვის ცენტრი ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** კლინიკის სტანდარტების მიხედვით პაციენტის მიღება, დაკვალიანება და შემდგომ გაცილება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება/ან შესაბამის პირთან სწორი გადამისამართება;
** სასურველი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა მომსახურების, პროცედურებისა და ტარიფების შესახებ;
** კლინიკის პაციენტების სისტემაში რეგისტრაცია (პროგრამაში აღრიცხული პაციენტების რეგულარული კონტროლი, სარეგისტრაციო დოკუმენტის წარმოება, არსებული ბაზის ამოღება)
** შიდა დოკუმენტაციისა და ორგანიზაციის ელ.ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა-ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესია);

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე - 8 საათიანი დატვირთვა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე : careers@vistamedi.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ოფისის ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე